ანგარიშის მომსახურება და ვერიფიკაცია იურიდიული პირებისთვის

იურიდიული პირის ევროპული ბიზნეს ანგარიშის გახსნამდე აუცილებელია კომპანიის ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე პასუხისმგებელი პირი ფლობდეს Paysera-ს ევროპულ ანგარიშს.

იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად დაკმაყოფილებულია ყველა მომდევნო პირობა:

1.იურიდიული პირი რეგისტრირებულია საქართველოში ან შემდეგ ქვეყნებში: ავსტრალია, ისრაელი, ნორვეგია, შვეიცარია, აშშ, კანადა, იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი, შენგენის ზონის ქვეყნები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
2.წარმომადგენელი/წამომადგენლობაზე უფლებამოსილი ყველა პირი (დირექტორი) არის საქართველოს ან N1 პუნქტში მითითებული ქვეყნების მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი.
3. მფლობელობით სტრუქტურაში ყველა იურიდიული პირი არის საქართველოში ან N1 პუნქტში გათვალისწინებულ ქვეყანაში რეგისტრირებული პირი.
4. საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე არის საქართველოს მოქალაქე ან N1 პუნქტით გათვალისწინებული ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე ფიზიკური პირი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ! მინდობილი პირის მიერ Paysera ევროპული ბიზნეს ანგარიშის გასახსნელად, გთხოვთ, მიაკითხოთ პეისერა ბანკ საქართველოს მომსახურების ცენტრს.


ტარიფები ბიზნესისთვის



კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია ერთ-ერთ SEPA ქვეყანაში, ალბანეთში ან კოსოვოში და არ არის რეგისტრირებული ოფშორულ ზონაში ან არ წარმოადგენს ფინანსური ინსტიტუტს

<
მომსახურება ტარიფი
სისტემაში ანგარიშის გახსნა/დახურვა უფასო
ანგარიშის გახსნა/დახურვა პეისერას ფილიალში (მხოლოდ ლიეტუვა) 3 EUR
ანგარიშის მომსახურების საკომისიო ბულგარეთი, რუმინეთი, ალბანეთი, კოსოვო - უფასო; სხვა SEPA ქვეყნებისთვის - 5 EUR (მოიცავს პირველი 30 გადარიცხვის ყოველთვიურ საკომისიოს).
ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო კომპანიებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ლატვიაში 5 EUR/ყოველთიური (მოიცავს პირველი 30 გადარიცხვის ყოველთვიურ საკომისიოს)
ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო კომპანიებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ესტონეთსა და გაერთიანებულ სამეფოში 5 EUR (მოიცავს პირველი 30 გადარიცხვის ყოველთვიურ საკომისიოს)
ბულგარეთში რეგისტრირებული კომპანიებისთვის აკუმულაციური ანგარიშის გახსნა.
საკომისიო გადაიხდება ერთჯერადად საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე.
10 EUR ბულგარეთის მოქალაქეებისთვის და/ან ბულგარეთში რეგისტრირებული კომპანიებისთვის - როდესაც დირექტორი(ები) და/ან აქციონერი(ები) (ინდივიდები და კომპანიები) არიან ბულგარეთიდან.

 

10 EUR - EU/EEA მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის - როდესაც დირექტორი(ები) და/ან აქციონერი(ები) (ინდივიდები და კომპანიები) არიან EU/EEA ქვეყნებიდან.

 

10 EUR - მომხმარებლებისთვის, რომლებიც არ არიან EU/EEA მოქალაქეები - როდესაც დირექტორი(ები) და/ან აქციონერი(ები) (ინდივიდები და კომპანიები) არ არიან EU/EEA ქვეყნებიდან.

ლატვიაში რეგისტრირებული კომპანიებისთვის აკუმულაციური ანგარიშის გახსნა.
საკომისიო გადაიხდება ერთჯერადად საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე.
10 EUR - ლატვიის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის – როდესაც დირექტორი(ები) და/ან აქციონერი(ები) არიან ლატვიიდან.

 

10 EUR - EU/EEA-ის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის –როდესაც დირექტორი(ები) და/ან აქციონერი(ები) არიან EU/EEA ქვეყნებიდან.

 

10 EUR - მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის – როდესაც დირექტორი და/ან აქციონერი(ები) არ არიან EU/EEA-ის ქვეყნებიდან.

შვედეთში რეგისტრირებული კომპანიებისთვოს ანგარიშის გახსნა.
საკომისიო გადაიხდება ერთჯერადად საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე.
10 EURშვედეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის – როდესაც დირექტორი(ები) და/ან აქციონერი(ები) არიან შვედეთიდან.
გაკოტრებული ან ლიკვიდირებული კომპანიის თანხების გადარიცხვის/მომსახურების საკომისიო 50 EUR

კომპანია, რომელიც არ არის რეგისტრირებული ერთ-ერთ SEPA ქვეყანაში, ალბანეთში ან კოსოვოში და არ არის რეგისტრირებული ოფშორულ ზონაში ან არ წარმოადგენს ფინანსური ინსტიტუტს

მომსახურება ტარიფი
იურიდიული პირებისთვის Paysera-ს ფილიალში* ანგარიშის გახსნა და დახურვა 10 EUR
პეისერა ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის - უფასო
ანგარიშის ყოველთვიური მომსახურების საკომისიო 5 EUR

"ოფშორული კომპანია" ან "ფინანსური ინსტიტუტი"

მომსახურება ტარიფი
იურიდიული პირებისთვის ანგარიშის გახსნა ან დახურვა დისტანციურად ან Paysera-ს ფილიალში* (მხოლოდ ლიეტუველებისთვის) 100 EUR
ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო 10 EUR
*თუ კლიენტი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაივლის ავტორიზაციას სისტემაში/არ შევა საკუთარ პროფილზე და არ შეასრულებს გადახდის ოპერაციას, Paysera მიიჩნევს, რომ სისტემაში არსებული პროფილი და ანგარი(ებ)ში არ გამოიყენება (უმოძრაოა).
  • თუ პროფილი და ანგარიშ(ებ)ი უმოძრაოა და ანგარიშებზე არ არის ფულადი სახსრები, Paysera-ს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და დახუროს პროფილი და ანგარიშ(ებ)ი, უმოძრაო პროფილისა და ანგარიშების შესახებ კლიენტისთვის 30 დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.
  • თუ ერთ უმოძრაო ანგარიშზე მაინც განთავსებულია ფულადი სახსრები, Paysera არ დახურავს პროფილს და შეუძლია დახუროს მხოლოდ ანგარიში, რომელზედაც არ არის თანხა.
  • თუ კლიენტის პროფილი და ანგარიშ(ებ)ი მასზე არსებული ფულადი სახსრებით დარჩება უმოძრაო ორი წლის განმავლობაში, Paysera იწყებს საკომისიოს დარიცხვას უმოძრაო პროფილისა და იმ Paysera ანგარიშ(ებ)ის ადმინისტრირებისათვის, რომელზედაც განთავსებულია ფულადი სახსრები.




იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია პეისერა ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის

იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცედურის შესრულება აუცილებელია Paysera-ს ევროპული ბიზნეს ანგარიშის სრული მომსახურების მისაღებად.

მომხმარებლის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცედურის გავლის ტიპი იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ფორმა****
მომხმარებლის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია პეისერა ბანკ საქართველოს მომსახურების ცენტრში ბიზნეს ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტები (გარდა სამართლებრივი აქტებისა და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარმოებული იურიდიული პირების ოფიციალურ რეესტრზე პირდაპირი წვდომით მოპოვებული დოკუმენტისა) ბანკს წარედგინება ორიგინალის ან შესაბამისი წესით დამოწმებული ასლის სახით
მომხმარებლის ელექტრონული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა Paysera სისტემის მეშვეობით
ბიზნეს ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტები უნდა იყოს ატვირთული სისტემაში იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის გავლის პროცესში. ბანკი უფლებამოსილია ოფიციალურ რეესტრზე პირდაპირი წვდომით მოიპოვოს აღნიშნული დოკუმენტაცია *****
მომსახურების ტარიფები იდენტიფიკაცია/ვერიფიკაიის გავლა დისტანციურად - უფასო,

იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის გავლა პეისერა ბანკი საქართველოს მომსახურების ცენტრში - 10.00 GEL

**** წარსადგენი დოკუმენტების ზუსტი ჩამონათვალი დამოკიდებულია კომპანიის იურიდიულ ფორმაზე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, წინასწარ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს.
*****იმ შემთხვევაში თუ ბანკის მიერ ვერ მოხერხდა რეესტრიდან საჭირო დოკუმენტების მოპოვება, მომხმარებელი ვალდებულია ბანკს წარუდგინოს დოკუმენტები ორიგინალის ან შესაბამისი წესით დამოწმებული ასლის სახით, 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბანკი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მომსახურებას ახორციელებს რისკზე დაფუძნებული მიდგომის, ასევე "იცნობდე შენს კლიენტს" პრინციპის საფუძველზე. აქედან გამომდინარე ანგარიშის გახსნამდე შესაძლოა, ბანკმა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა.



ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ანგარიშზე არსებული სახსრები გადაირიცხება მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე ან შესაძლებლია მომხმარებლის მიერ მისი განაღდება ბანკის ფილიალში.
დაბრუნდით უკან