ოქროთი ონლაინ ვაჭრობა

მსყიდველუნარიანობის შენარჩუნება ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში 

ამჟამად Paysera-ს ყველა მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ოქრო (XAU) Paysera-ს საშუალებით. ეს შესაძლებლობა არის მათთვის, ვისაც სურს საკუთარი მსყიდველობითი უნარის გაუმჯობესება.

ძვირფასი ლითონის მონეტები და ზოდები უსაფრთხოდ ინახება Paysera-ს საცავში და ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს გასატანად.

#

ოქროს ღირებულება - ოქრო ინვესტიციაა?

ნამდვილი ფული, სტაბილურობის ნიშანი

ოქრო და სხვა ძვირფასი მეტალი არ არის ისეთივე ვალუტა, როგორც ევრო ან დოლარი. ეს ნამდვილი ფულია, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში გამოიყენებოდა სავაჭროდ, რისთვისაც არსებობდა მნიშვნელოვანი მიზეზები. ქაღალდის ფულისაგან განსხვავებით, რომლის გაუფასურებაც მარტივად შესაძლებელია, ძვირფასი ლითონები დიდი ხნის განმავლობაში არ კარგავენ თავიანთ ღირებულებას, ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი.

ამის გამო მსოფლიოში მრავალი ბანკი იყენებს ოქროს, როგორც საკუთარი კაპიტალის შენახვისა და გამყარების საშუალებას. პეისერა ბანკი საქართველო გაძლევთ შესაძლებლობას გაამყაროთ თქვენი ფინანსები - ონლაინ ძვირფასი ლითონების შეძენის გზით.

მიუხედავად იმისა, რომ ოქრო არ მიიჩნევა ინვესტიციად და მისი დანიშნულება არ არის შემოსავლის მოტანა, მისი მიზანია უკვე არსებული სიმდიდრის შენარჩუნება/გარანტირება. ეს არის მიზეზი თუ რატომ არ კარგავს ოქრო აქტუალობას კრიზისის დროსაც კი.  

ოქროთი ვაჭრობა

რისი გაკეთება შეგიძლიათ ძვირფასი ლითონებით?

ყიდვა

Paysera-ს ყველა მომხმარებელს შეუძლია ოქროს შესყიდვა ონლაინ. ნებისმიერი ვალუტა, რომელიც Paysera სისტემაშია ხელმისაწვდომი, შესაძლოა გადაიცვალოს ოქროზე. გამომდინარე იქიდან, რომ ყველას ერთდროულად არ შეუძლია შეიძინოს ოქროს მთლიანი ზოდი ან მონეტა, შესაძლებელია მისი მცირე ნაწილის ყიდვა! თქვენს მიერ შეძენილი მეტალის ღირებულება გამოჩნდება Paysera ანგარიშზე, როგორც წონის ასევე სასურველი ვალუტის მიხედვით.

გაყიდვა

მსგავსად paysera-ში არსებული სხვა ვალუტებისა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიყიდოთ ოქრო paysera-ს აპლიკაციის ან ონლაინ ბანკის მეშვეობით.

გადარიცხვა

თქვენ ასევე შეგიძლიათ გადასცეთ ძვირფასი მეტალები Paysera-ს სხვა ანგარიშის მფლობელს.

თუმცაღა ჯერ-ჯერობით თქვენ არ შეგიძლიათ ძვირფასი მეტალების გამოყენებით გადაიხადოთ პროდუქტისა თუ მომსახურებისთვის, თუ საკმარისი თანხა არ გაქვთ ანგარიშზე შესაძლებელია მათი ავტომატური კონვერტაცია.

გატანა

ოქროს მონეტები და ზოდები გაიცემა Paysera HQ-ს მიერ ვილნისუში. შესაძლებელია ისარგებლოთ ძვირფასი ლითონების საკურიერო მოსახურებით. გაითვალისწინეთ, რომ თუ შეიძენთ ოქროს და არ გაიტანთ ორი სამუშაო დღის განმავლობაში, ავტომატურად დაგეკისრებათ შენახვის საკომისიო, ოქროს გატანისას XAU ჩამოგეჭრებათ თქვენი ძვირაფსი ლითონის ანგარიშიდან.

რამდენად უსაფრთხოა ოქროს ონლაინ შეძენა?

ოქროთი ვაჭრობა, მსგავსად Paysera-ს სხვა მომსახურებებისა, გაიწევა უსაფრთხოების უმაღლესი დონით. მომსახურება ექვემდებარება კანონს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ. ასევე, Paysera შედის ლიეტუვას ტესტირების ოფისის იმ კომპანიათა ჩამონათვალში, რომლებიც ვაჭრობენ ძვირფასი ლითონებით - რაც ასევე ავალდებულებს სელერს, დაიცვას გამჭვირვალობა და უზრუნველყოს მომსახურების უმაღლესი ხარისხი.

შესაბამისად, ონლაინ ოქროთი ვაჭრობა ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ელექტრონული ბანკის გამოყენება. როდესაც ყიდულობთ ან ყიდით ოქროს, Paysera იძლევა გარანტიას, რომ უზრუნველყობს უსაფრთხო ავტორიზაციის პროცესს და ონლაინ სისტემის უსაფრთხო გამოყენებას .

#
#

როგორ შევიძინოთ ოქრო?

იმისათვის რომ ივაჭროთ ძვირფასი მეტალებით, უნდა იყოთ იდენტიფიცირებული, როგორც Paysera ანგარიშის მფლობელი და იცნობდეთ აღნიშნულ ახალ ფუნქციასთან დაკავშირებულ წესებსა და პირობებს .

თქვენ შეგიძლიათ ივაჭროთ ძვირფასი ლითონებით Paysera მობილური აპლიკაციით, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც iOS ასევე Android მომხმარებელებისთვის.

მოცემული ინსტრუქციის გამოყენებით, შეგიძლიათ იხილოთ ხელმისაწვდომი ძვირფასი ლითონები და ტარიფები:

  • გაიარეთ ავტორიზაცია Paysera მობილურ აპლიკაციაში;
  • გადადით სექციაში მეტი;
  • შემდეგ - ძვირფასი ლითონები;
  • აირჩიეთ ნაწილი ან სრული ზოდის/მონეტის შეძენა.

ტარიფები

ზიგიერთი ტარიფი განკუთვნილია ოქროს შენახვის, გაცვლის, გაყიდვის და შეძენისთვის. დღგ არ ეხება ოქროს მონეტებსა და ზოდებს.

#
#

მეტი ინფორმაცია

Paysera სისტემის საშუალებით ოქროს შეძენა მხოლოდ Paysera ანგარიშის მფლობელს შეუძლია. თქვენ შეგიძლიათ გახსნათ Paysera ანგარიში რამდენიმე წუთში, უფასოდ Paysera მობილური აპლიკაციის მეშვეობით IOS-ისა და Android-ისთვის . ძვირფასი ლითონებით ვაჭრობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად - დაუკავშირდით ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს ან გაეცანით ხშირად დასმული კითხვების გვერდს.